Dr. Zakir Naik is a Liar (Georgian subtitles)

Video

February 6, 2018

არსებობს ასეთი ადამიანი სახელად დოქტორ ზაკირ ნაიკი (Dr. Zakir Naik)

და ის არის ილამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აპოლოგეტი მე შევედი დოქტორ ნაიკის არხზე და გავხსენი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო

რომელიც იყო ახალგაზრდა ადამიანზე რომელიც სვამდა კითხვებს ურთიერთგამომრიცხაობაზე

რომელიც ყურანშია. საუბარი ეხებოდა იმ ურთიერთგამომრიცხავ საკითხს რომელიც მეც შევამჩნიე როდესაც ყურანს გადავხედე.

ნება მომეცით, უბრალოდ წაგიკითხოთ რამოდენიმე სტროფი ყურანიდან. სურა , სტროფი , ყურანი ამბობს:

"ის მორწმუნეები, ვისაც სწამთ ებრაული რწმენის, არიან ქრისტიანები ან საბიელნი, ვისაც სწამს ღმერთის

ბოლო დღემდე და აკეთებს სწორ საქმეს დაჯილდოვდება უფალისაგან.

მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ ან ნანობდნენ."

და ამგვარად, ის ამბობს, "მიუხედავად იმისა, ხართ ქრისტიანი, ებრაელი თუ საბიელი - თუ გწამთ ღმერთის,

აკეთებთ კარგ საქმეებს და გჯერათ, რომ განსჯის დღეს, თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ"

მაგრამ მერე, სურა , სტროფი , ამბობს: "ის, ვისაც სწამს სხვა რელიგია გარდა ისლამისა

ვერ გადარჩება და მომავალში ის აუცილებლად

დაიკარგება." მერე ისევ, სურა , სტროფი , ვკითხულობთ: "უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს,

და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, საბიელნი და ქრისტიანნი, ვინც ირწმუნა ალლაჰი

და დღე უკანასკნელი, ჰქმნა სიკეთე, არ ექნებათ არაფრის შიში და არც სადარდებელი!"

ანუ, რომელს დავუჯეროთ? რამოდენიმე ადგილას, ყურანი ამბობს, რომ თუ ხართ ქრისტიანი, იუდეველი,

საბიელნი, თუ გჯერათ ღმერთის და აკეთებთ სწორს, და გჯერათ უკანასკნელი დღის,

თქვენ პირნათლად წარსდგებით ღვთის წინაშეო." სხვაგან კი წერია: "თუ არ იწამებთ

წინასწარმეტყველ მუჰამედს, თუ თქვენ იწამებთ ნებისმიერ სხვა რელიგიას, გარდა ისლამისა დაისჯებითო".

ამგვარად, დოქტორ ნაიკი ცდილობს უპასუხოს ამ კითხვას და ის არ ერიდება სიცრუის თქმას.

ის ცდილობს პასუხი გასცეს ყურანში არსებულ უხეშ ურთიერთგამომრიცხაობას, რომელიც არის ტყუილების წიგნი,

ამგვარად, ის გვეუბნება დაუფარავ ტყუილს. აი რას ეუბნება ის ახალგაზრდას:

დოქტორი ზაკირ ნაიკი: იგი კითხულობს ყურანს, სურაჰ ალ ბაქარაჰის მე- თავს, -ე სტროფს

რომ ყველა, ვისაც სჯერა ალლაჰის და სჯერა უკანასკნელი დღის, იმის და მიუხედავად არიან ისინი

ებრაელები, ქრისტიანები თუ საბიელნი, მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ,

და ისინი დაჯილდოვდებიან. მსგავსი რამ მეორდება სურას მე- თავში. ძმა კითხულობს აქ რატომ არ წერია

წინასწარმეტყველზე მორწმუნეობის შესახებო. თუ წაიკითხავთ გამოცხადების კონტექსტს,

მეგობარო, ნახავთ, რომ ხალხი მივიდა წინასწარმეტყველთან და უთხრა: "ჩვენ ვიწამეთ იუდეველობა, ჩვენ ვიწამეთ

ქრისტიანობა, ჩვენ ვიყავთ საბიელნი - შეიძლება ღმერთმა გვაპატიოს? ამ კონტექსტში პასუხი იყო

რომ სანამ გჯერათ ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მიუხედავად იმისა,

ადრე ებრაელი იყავით, ქრისტიანი თუ საბიელნი, თქვენ დაჯილდოვდებით. დღეს, ეს იმას არ ნიშნავს

რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის ქრისტიანია, და რომელსაც სჯერა, რომ იესო ღმერთია

წავა ჯანაჰში (სამოთხეში). არა, ეს არ ნიშნავს ამას.

მოსაუბრე: არა, ჩემი ნათქვამი ეყრდნობა ყურანის სტროფს, რომლის მიხედვითაც თუ თქვენ გჯერათ ღმერთის,

აკეთებთ კარგ საქმეებს და გჯერათ უკანასკნელი დღის, თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ.

დოქტორი ზაკირ ნაიკი: სტროფი კი, მაგრამ ამ სტროფების კონტექსტი რა არის?

მოსაუბრე: არ ვიცი.

დოქ. ზაკირ ნაიკი: სტროფის კონტექსტი არის ის, რომ როდესაც ადამიანი მივიდა წინასწარმეტყველ მოჰამედთან

(დაე მშვიდობით განისვენოს მან), და სურდათ მიეღოთ ისლამი, რომლებიც "ადრე ებრაელები ან ქრისტიანები იყვნენ..."

ამ სტროფში წერია, რომ... კონტექსტი მნიშვნელოვანია.

ეს არის აშკარა ტყუილი. ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც დოქ. ნაიკი ესაუბრებოდა, არ იციოდა ამ ორი სტროფის კონტექსტი

მაგრამ მე კი ვიცი კონტექსტი, რადგან მე ახლა ხელში მიკავია ყურანის ასლი

და თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ორივე ჩანაწერი ქრისტიანების,

ებრაელების და საბიელების შესახებ და ნახოთ, რომ ასეთი კონტექსტი არ არსებობს. სიტყვა "კონტექსტი" ნიშნავს, იმას რაც ან უძღვის წინ

ან მოსდევს წინადადებას. თქვენ შეგიძლიათ ჩაიხედოთ ამ ჩანაწერებში და ნახოთ, რომ არ არსებობს ასეთი რამ, თითქოს ხალხი

მასთან მიდიოდეს და ეკითხებოდეს მისი წინა რწმენის შესახებ. ეს არის მტკნარი ტყული

მაგრამ დოქ. ნაიკი ეყრდნობა ხალხის არ ცოდნას ყურანის შესახებ. იგი იღებს მქუხარე ტაშს და ოვაციებს

ყველა მუსლიმისაგან, რომლებიც იქ არიან, მაგრამ ასეთი კონტექსტი არ არსებობს.

გარდა ამისა, იქ არაფერია ნათქვამი, რომ ეს ადამიანები ერთ დროს ქრისტიანები იყვნენ. იგი ცალსახად ამბობს: "ისინი, ვისაც ებრაული მრწამსი

სწამთო", აწმყო დრო, "ქრისტიანები და საბიელნი, რომელთაც სწამთ ღმერთის და

და უკანასკნელი დღის და აკეთებს სწორ საქმეს დაჯილდოვდება უფალისაგან,

მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ ან ნანობდნენ." აქ არ წერია წარსულ დროში, ისინი ვისაც სწამდათ ებრაული მრწამსის, ან იყვნენ ქრისტიანებიო.

ეს არის ძალიან თამამი ტყუილი, და დოქ. ნაიკი არის მატყუარა. ეს წიგნი ტყუილებითაა სავსე

ამგვარად იმისათვის, რომ დაიცვათ ტყუილებით სავსე წიგნი თავადაც უნდა იცრუოთ

სწორედ ამას აკეთებს დოქ. ნაიკი რომელიც როგორც გიჩვენეთ ტყუის.

თავადაც ჩაიხედეთ ყურანში და დარწმუნდით კონტექსტი რომელზეც ის საუბრობს მართლაც იქაა თუ არა.

ერთად-ერთი სიმართლე არის აქ, წმიდა ბიბლიაში, იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტებისაკენ,

და სიცოცხლისაკენ. ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

 

 

 

mouseover