მსვლელობა სიონისაკენ - ფილმის ტრეილერი ქართულ ენაზე (Georgian)

Video

April 12, 2015

4000 წელზე მეტი ხნის წინ, აბრაამს გამოეცხადა ღმერთი მესოპოტამიაში და უთხრა, "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად." წავიდა აბრაამი, როგორც უბრძანა მას უფალმა და მივიდა ქანაანის აღთქმულ ქვეყანაში სადაც დასახლდა მის ვაჟთან ისააკთან და მის შვილიშვილთან იაკობთან ერთად, რომელსაც მოგვიანებით გადაერქვა სახელი და ეწოდა "ისრაელი".

ქანაანის ქვეყანაში შიმშილობის გამო ისრაელი და მისი 12 ვაჟი ჩავიდნენ ეგვიპტეში, სადაც გამრავლდნენ და გარდაიქმნენ უძლიერეს ერად. ისრაელის ძლიერ ერთან თანაცხოვრების გამო ეგვიპტელებს შეეშინდათ და ამიტომ ისინი დაატყვევეს, სიცოცხლე გაუმწარეს და მონებად აქციეს. ეგვიპტეში ცხოვრებიდან 430 წლის შემდეგ, მოსემ გაანთავისუფლა ხალხი მონობისაგან, გადაალახინა წითელი ზღვა და შეიყვანა არაბეთში სადაც მათ მიიღეს კანონი ღვთისგან სინას მთაზე.

უფლის მიმართ მათი რწმენის ნაკლებობის გამო, ისრაელების იმ თაობას რომელმაც მოსესთან ერთად დატოვა ეგვიპტე აღთქმულ მიწაზე შესვლის საშუალება არ მიეცათ. ისინი იძულებულნი გახდნენ უდაბნოში 40 წლის განმავლობაში ეხეტიალათ, მანამ სანამ ახალი თაობა არ აღიზარდა რომელმც იწამა უფალი და შევიდა აღთქმულ მიწაზე იესო ნავეს ძესთან ერთად.

დაახლოებით 400 წლის განმავლობაში, ისრაელის 12 ტომს მართავდნენ მსაჯულები მოსეს კანონის თანახმად. როდესაც მათ მოისურვეს რომ ყოლოდათ მეფე, როგორც ყველა სხვა ერს, ღმერთმა დანიშნა საული მათ მეფედ, რომელიც მეფობდა 40 წლის განმავლობაში, მას მოჰყვა დავითის 40 წლიანი მეფობა, ხოლო დავითს მისი ვაჟის სოლომონის მეფობა ასევე 40 წლის განმავლობაში. სოლომონის მეფობის დროს, ისრაელის სამეფო აღმოჩნდა მისი არსებობის დიდების მწვერვალზე, აშენდა პირველი ტაძარი, მაგრამ სოლომონის ასაკის გამო და იმის გამო რომ მან უფალზე გული აიცრუა, ღმერთმა უთხრა, რომ მის შვილს 10 ტომის მართვის უფლება არ ექნებოდა.

სოლომონის სიკვდილის შემდეგ, ისრაელის სამეფო გაიყო, სადაც ჩრდილოეთის 10 ტომს მართავდნენ რიგი ბოროტი მეფეები, რომლებიც არ იყვნენ წარმოშვებით დავითისა და სოლომონისაგან. ჩრდილოეთის ამ სამეფომ შეინარჩუნა ისრაელის სახელი ხოლო მისი დედაქალაქი იყო სამარია. სამხრეთის პატარა სამეფოში რომელიც ცნობილია როგორც იუდეა, და რომლის დედაქალაქიც იყო იერუსალიმი, მეფობდნენ დავითის შთამომავლები. მეფეთა მე-2 წიგნის მე-16 თავის მიხედვით სამხრეთ სამეფოს ხალხი ცნობილი გახდნენ როგორც "იუდაელები" იუდეის სამეფოს სახელის შესაბამისად.

ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ბოროტების გამო, სამხრეთის სამეფო დაემხო და ტყვეთ ასირიელებს ჩაუვარდათ ხელთ. ისრაელები რომლებიც დარჩნენ, დაპყრობილ მიწაზე მოსულ წარმართულ ერებს შეერივნენ. ეს ხალხი ცნობილი გახდნენ როგორც სამარიელები, ხოლო ჩრდილოეთ ისრაელის 10 ტომი ერათ ვეღარასოდეს ვეღარ ჩამოყალიბდა.

იუდეის სამხრეთ სამეფოს მაცხოვრებლები საბოლოოდ ჩავარდნენ ტყვედ და წაიყვანეს ბაბილონში მათი სხვა ღმერთთა მსახურების გამო, ტაძარიც განადგურდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, ებრაელები იუდეაში დაბრუნდნენ, ტაძარი კვლავ ააშენეს იერუსალიმში, და განაგრძეს დავითის წარმომავლობის მეფეთა მმართველობის ქვეშ ცხოვრება.

იესო ქრისტეს დროს, იუდეის ერი გახდა ცნობილი როგორც ჰურიასტანი, რომელიც იყო რომაული მმართველობის ქვეშ. იესო ქრისტე და მისი მოწაფეები ქადაგებდნენ სახარებას მთელს ჰურიასტანში და მიმართავდნენ ისრაელის გზააბნეულ ცხვარს. 3 წლინახევრის მსახურების შემდეგ, ებრაელებმა უარყვეს იესო, როგორც მათი მესია და დაარწმუნეს, რომაელი მმართველი რომ ჯვარს-ეცვა ის. 3 დღის შემდეგ, ის აღსდგა მკვდრეთით, მოევლინა ცოცხლად თავის მოწაფეებს და შემდეგ აღევლინა ზეცას და დაჯდა ღვთის მარჯვნივ.

ცოტა ხნით ადრე სანამ იესოს ჯვარს აცვავდნენ, მან იწინასწარმეტყველა სასჯელი მისი უარყოფისა, რომ იერუსალიმს გადაწვავდნენ, ტაძარს გაანადგურებდნენ, და ებრაელებს წაასხამდნენ დანარჩენ ერების ტყვედ. ეს წინასწარმეტყველება ახდა ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს როდესაც რომის მომავალმა იმპერატორმა ტიტუსმა დაიპყრო იერუსალიმი. 1800 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ებრაელები დარჩნენ მიმოფანტულნი სხვადასხვა ქვეყანაში.

1948 წელს კი მოხდა შეუძლებელი. დაარსდა ისრაელის სახელმწიფო და ებრაელები, კვლავ დაეუფლნენ აღთქმულ მიწას. მრავალმა ქრისტიანმა ეს სასწაულად და ღვთის კურთხევად გამოაცხადა, მაგრამ იყო ეს ნამდვილად უფალის კურთხევა, თუ იყო ბნელი ძალების მოქმედების შედეგი? პასუხი სწორედ ამ ფილმშია.

 

 

 

mouseover